მეხუთე- მეექვსე დღეს გავეცანით მე-4, მე-5 მოდულს. ამ ტრენინგზე ვისაუბრეთ ინტერნეტით კვლევის, თანამშრომლობის და კომუნიკაციის ძლიერ და ეფექტურ ინსტრუმენტებზე. გავეცანით საავტორო უფლებებით დაცული მასალების გამოყენებისას თუ როგორ უნდა დაიცვას მასწავლებელმა და მოსწავლემ სამართლებლივი ჩარჩო. ვისაუბრეთ ინტერნენტ სივრცეში მოპოვებული მასალის სანდოობაზე და ღირებულებაზე. გავაკეთეთ პროექტის გეგმის პრეზენტაცია, მოვერგეთ მოსწავლის როლს და გავაკეთეთ მოსწავლის ნამუშევრის პრეზენტაცია. ვისწავლეთ მასალის ატვირთვა ბლოგზე და ავტვირთეთ პროექტის გეგმის პრეზენტაცია.
.
Tuesday, June 27, 2017
Friday, June 23, 2017
Thursday, June 15, 2017
მე-4 დღე
მე-4 დღეს გავაგრძელეთ მუშაობა მეორე მოდულის აქტივობების განხილვით, ვისწავლეთ მიმართულების მიმცემი კითხვების: კერძოდ,ზოგადი, თემატური, შინაარსობრივი კითხვების დასმა' რომელებიც, ვფიქრობ, ხელს შეგვიწყობს უკეთ ჩავრთოთ მოსწავლეები ჩვენ პროექტში, ასევე განვიხილეთ ელექტრონულ წიგნში მოცემული მაგალითები.
მე-3 დღე
მე-3 დღის ტრენინგი დავიწყეთ ჩვენ მიერ შექმნილი ბროშურების განხილვით. განვიხილეთ ელექტრონული სახელმძღვანელოდან მეორე მოდული, ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე, რომელშიც ჩავსვით ჩვენი პროექტის მიზნები,ამოცანები, საგნობრივი სტანდარტიები და ინდიკატორები. ვიმუშავეთ პრეზენტაციაზე, განვიხილეთ ერთმანეთის პრეზენტაციები შევიტანეთ შესწორებები.
Saturday, June 10, 2017
1-2 დღე
ამ მოდულმა გარკვეული თვალსაზრისით დამაფიქრა ჩემს როლზე სასწავლო ღონისძიებების დაგეგმვის პროცესში.ტრენინგის დასაწყისში ქალბატონმა მარიკა ჩიტაძემ სახელმძღვანელოს მისამართი გავეცანით სახელმძღვანელოს შინაარსობრივ მხარეს,უცხოელი კოლეგების მიერ განხორციელებულ პროექტებს, გავიხსენეთ და მიმოვიხილეთ word_ის პროგრამა.
მეორე დღე კიდევ უფრო საინტერესო აღმოჩნდა ჩემთვის.ჯერ ერთმანეთს გაუზიარეთ სავარაუდო განსახორციელებელი პროექტების მონახაზები,შემდეგ ერთმანეთს მივეცით რჩევები,ვისწავლეთ ბლოგის შექმნა,გავხსენით ახალი ბლოგი ჩვენი პროექტების ასატვირთად, ავირჩიე ბლოგის დიზაინი გავეცანით, ბუკლეტის შექმნის პრინციპს.
Subscribe to:
Posts (Atom)
მე-9დღე
მე-9 დღეს გადავხედეთ ჩვენ ბლოგს გადავამოწმეთ ყველა საქაღალდე განვათავსეთ სასურველი ვიდეო დავრწმუნდით რომ დავასრულეთ ყველა ჩვენი დავალე...
-
მე-3 დღის ტრენინგი დავიწყეთ ჩვენ მიერ შექმნილი ბროშურების განხილვით. განვიხილეთ ელექტრონული სახელმძ...
-
მე-4 დღეს გავაგრძელეთ მუშაობა მეორე მოდულის აქტივობების განხილვით, ვისწავლეთ მიმართულების მიმცემი კითხვების: კერძოდ,ზოგადი, თემატური, შინ...